вторник, 30 июня 2015 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა:როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში.
თემატური:რა სახის მათემატიკურ გარდაქმნებს ხედავთ გარემომცველ სამყაროში.დაასახელეთ ოქროს კვეთის მაგალითები: ლიტერატურაში, მუსიკაში, ბუნებაში, ხუროთმოძღვრებაში.

  შინაარსობრივი: რა არის ოქროს კვეთა, რა პროპორციით მოიცემა ოქროს კვეთა.რა ვიცით სიმეტრიის და პროპორციის შესახებ? დაასახელეთ ცენტრული, ღერძული სიმეტრიის და პარალელური გადატანის მაგალითები

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე მეოთხე

   დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა, სადაც განვათავსეთ ძირითადი საკითხები ჩვენი პროექტის შესახებ. გავეცანით და შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა.
   Power Point-ის პროგრამაში ავაწყვეთ პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლეთ სლაიდების წარმოდგენა.

воскресенье, 28 июня 2015 г.

დღე მესამე

   გავეცანით 2-მოდულის დამხმარე რესურსებს, პროექტის სწავლებაში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვვების გამოყენებას,
   შევადგინეთ პროექტთან დაკავშირებული საკვანძო კითხვები.
   ბლოგზე შევქმენით გვერდი ,,მთავარი'' და ,,ჩემს შესახებ''.
   შევქმენით ჩვენი ბუკლეტები.

среда, 24 июня 2015 г.

დღე მეორე

მეორე დღეს წარმოვადგინეთ თემები.გავეცანით პირველ და მეორე აქტივობებს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დახმარებით,შევძლებთ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევას
სტატიის დაგეგმვა
c   პროექტის სახელწოდების შერჩევა
c   მოსწავლეთა როლების განაწილება პროექტში და დავალებები, რომლებიც შეიძლება მოსწავლეებმა შეასრულონ
c   პროექტის მიზანი
c   როგორ შეესაბამება პროექტები სტანდარტებს
c   რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყება
c   როგორ ფასდება პროექტი
c პროექტისთვის გამოსაყენებელი სურათები

1)პროექტის  სახელწოდება:   მათემატიკური  მოგზაურობა   ჰარმონიის  სამყაროში.
2)პროექტის  მოკლე  აღწერა:  ოქროს  კვეთის  გამოყენების  ნიმუშები  ხელოვნებასა  და  ბუნებაში.
3)პროექტის  სრული  აღწერა:  ოქროს  კვეთით  შეფარდება  გამოყენებულია  ხელოვნებაში, 

ბევრ  არქიტექტურულ  ნაგებობებში, ცნობილ  სკულპტურებში,  მხატვრობაში  ბუნებაში, მცენარის  ფოთლების  განლაგება,  პითაგორელთა  საცნობ  ნიშანში,  რომელიც  წესიერი  ხუთკუთხედის  დიაგონალებითაა  შედგენილი.  მოსწავლეებმა  უნდა  მოიძიონ ინფორმაცია  ხელოვნების  იმ  ნიმუშებზე  სადაც  გამოყენებულია  ოქროს  კვეთა.  გაეცნონ  იმ  ეპოქას  როდესაც  ხელოვნების  ეს  ნიმუშებია  შექმნილი,   გამოიკვლიონ  თითოეულის  წვლილი  მსოფლიოს  კულტურისა  და  მეცნიერების  განვითარებაში.
შეგროვილი ინფოფორმაციის  საფუძველზე  მოაწყობენ  გამოფენას  და  პრეზენტაციას
4)მონაწილეთა  ასაკი/კლასები;9 კლასი
5)  ვადები/ხანგრძლივობა;  სამი  კვირა
6)მოსალოდნელი  შედეგები/  რაც  შეიძლება  შეიქმნას:ინფორმაციის  მოძიება  დამხმარე  ლიტერატურითა  და ინტერნეტის  საშუალებით.მიღებული  შთაბეჭდილებების   მიხედვით   ჩანახატების  შესრულება,  ფოტოალბომის  შექმნა,  დისკუსიის  გამართვა ,  გამოფენის,  პრეზენტაციის  მოწყობა.
7) სამუშაო  ენა:  ქართული

8)პროექტის მიზანი:მოსწავლეები  გაეცნობიან  ხელოვნების  ნიმუშებს,  წვლილს  მსოფლიოს  კულტურისა  თუ  მეცნიერების  განვითარებაში.

პროექტის  ავტორი:  ლალი გამეზარდაშვილი

დღე პირველი

გავეცანით ,,ინტელის'' კურსის სახელმძღვანელოს, მოკლედ მიმოვიხილეთ რამდენიმე მოდული
მოდული 1-პროექტით სწავლება, სადაც განვიხილეთ 1,2,3,4,5 და 6 აქტივობები. დავიწყეთ დაგეგმვის პროცესი
მოდული 2-სასწავლო პროექტის დაგეგმვა
შევქმენით პორტფოლიო