среда, 16 сентября 2015 г.



IX კლასი
მათემატიკა
(გაძლიერებული)

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:


რიცხვები და მოქმედებები
კანონზომიერებები და ალგებრა
გეომეტრია და სივრცის აღქმა
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
მათ. გაძ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია  ნამდვილ რიცხვთა ქვესისისტემებ განსხვავება.
მათ. გაძ. IX.2. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა პოზიციურსისტემებს / ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეებს ერთმანეთთან დაკავშირება.
მათ. გაძ. IX.3. მოსწავლეს შეუძლია  ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებებშესრულება და მათ შედეგ შეფასება.
მათ. გაძ. IX.4. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხ გამოყენება.
მათ. გაძ. IX.5. მოსწავლეს შეუძლია  პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებ გადაწყვეტა.
მათ. გაძ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია  ფუნქციის თვისებებგამოკვლევა და მათი გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად.
მათ. გაძ. IX.7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემებგამოყენება მოდელირების საშუალებით პრობლემის გადაჭრისას.
მათ. გაძ. IX.8. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ელემენტებგამოყენება პრობლემის მოდელირებისა და ანალიზისთვის.
მათ. გაძ. IX.9. მოსწავლე ფლობს და იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხებს.
მათ. გაძ. IX.10. მოსწავლეს შეუძლია  ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის მანძილებ მოძებნა.
მათ. გაძ. IX.11. მოსწავლეს შეუძლია  გეომეტრიული დებულებების მართებულობ დასაბუთება.
მათ. გაძ. IX.12. მოსწავლეს შეუძლია  სიბრტყეზე ფიგურათა გეომეტრიულ გარდაქმნებგამოკვლევა და მათი გამოყენება გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.
მათ. გაძ. IX.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
მათ. გაძ. IX.14. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებელ ხდომილობათა ალბათობებ  გამოთვლა/შეფასება შემთხვევითი ექსპერიმენტებისათვის დაბრუნებით და დაბრუნების გარეშე.
მათ. გაძ. IX.15. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.

დღე მეცხრე

წარმოვადგინეთ  ჩვენი პროქტები დასრულებული სახით.დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა. დავამატეთ ერთი დეტალი-ვიდეორგოლის სახით,, ეს ვიდეო მოვიძიეთ საიტზე https://www.youtube.com/ ჩვენს თემასთან დაკავშირებით.. ვისწავლეთ ლინკების ჩასმა ბლოგზე. ამის შემდეგ მოვაწყვეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. კოლეგებმა საკმაოდ დიდი სამუშაოები გაწიეს იმისათვის რომ წარმოედგინათ პროექტები საუკეთესოდ.  გამომვლილი  გზა იყო ძალიან  შრომატევადი, საკმაოდ  რთული,  მაგრამ საინტერესო.
          
მადლობა გიორგის გაწეული დახმარებისათვის და ასეთი საინტერესო და მრავილსმომცველი ინფორმაციის მოწოდებისათვის.
  ჩვენი  ტრენინგი  დასრულდა ...   

დღე მერვე

დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი პროექტების შემოწმებით სადაც დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები, მივიღეთ გარკვეული შესწორებები გიორგისგან და ჩავასწორეთ, შემდეგ გადავედით უკვე იმ აქტივობებზე რომლის საშუალებითაც ჩვენს პროექტს მიეცემა დასრულებული სახე.
სახელმძღვანელოში http://www.tpdc.ge/essentials/ გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში, სამწუხაროდ ტრენინგის მსვლელობისას გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა გიორგიმ მახერხეა და პერსონალური კომპიუტერით დაასრულა ახსნა, მოგვცა მითითებები როგორ უნდა დავასრულოთ და სრულვყოთ ჩვენი პროექტი. მადლობა გიორგის ასეთი მონდომებისათვის.
მომავალ შეხვედრამდე.

დღე მეშვიდე



დღე დაიწყო 4 მოდულის აქტივობების განხილვით, ეს აქტივობები დაგვეხმარა მოსწავლის ჩეკლისტის სწორად აწყობაში, შევქმენით მოსწავლის ჩეკლისტი და ავტვირთეთ google drive-ზე სასაწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.
შემდეგ გავეცანითhttp://tpdc.ge/essentials/ სახელმძღვანელოდან   5 მოდულის 1,2,3, აქტივობები , სადაც დეტალურად იქნა განხილული მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები და ნიმუშები, ამის შემდეგ google drive-ში გავხსენით google forms სადაც შევქმენით ვ.მ.ვ -ს რუბრიკა. რომელიც აიტვირთა drive-ზე შეფასებების საქაღალდეში.
მივიღეთ დავალებები: შევქმნათ მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაცია მოსწავლის ჩეკლისტის მიხედვით, შევქმნათ კოლაბორაციული შეფასებეის და პრეზენტაციიის რუბრიკა და ავტვირთოთ შეცვლილი და დამთავრებული სახით google drive-ზე.

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ამავდროულად დამღლელი იყო. დღეს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი პროექტის გაუმჯობესების და დახვეწის თვალსაზრისით. თავდაპირველად განვიხილეთ ჩვენი დასრულებული საპროექტო გეგმები პროცედურებამდე. შემდეგ გადავედით უკვე აქტივობებზე
1.გიორგის დახმარებით ვისწავლეთ google drive-ზე ფაილების ატვირთვა და გამოქვეყნება.
2. http://tpdc.ge/essentials/ სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ პორტფოლიოს რუბრიკა და ჩეკლისტი რომელიც ავტვირთეთ google drive-ზე
3. ასევე გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშს და ჩეკლისტს, რომლის მიხედვითაც უნდა დავგეგმოთ ჩვენ პროექტში დავალება.
დღე საკმაოდ დატვირთული იყო აქტივობებით
მომავალ შეხვედრამდე.

დღე მეხუთე

დღე დაიწყო საშინაო დავალებების წარდგენით,მე წარვადგინე ჩემი საპროექტო გეგმა რომელიც შესრულებული მქონდა პროექტის სასწავლო პროცედურებამდე, ასევე წარმოვადგინეთ პროექტის შესახებ პრეზენტაციები და ბუკლეტები, განვიხილეთ რამოდენიმე ვარიანტი. გავითვალისწინეთ შენიშვნები რომელიც გიორგიმ მოგვცა და გამოვასწორეთ ის ხარვეზები რომელც გვქონდა დავალებებში. გავეცანით მესამე მოდულის აქტივობებს. მივიღეთ დავალება დავასრულოთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურების დასრულება. გიორგიმ მოგვცა მითითება რომ ვნახოთ სახელმძღვანელოში http://tpdc.ge/essentials/  რესურსებში მინიმუმ 2 პროექტის გეგმა და გამოვიყენოთ ნიმუსად ჩვენი პროექტისათვის.
მომავალ შეხვედრამდე